ციხელაშვილი: მაია ოთინაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ოქტომბერი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ამ წუთებში გორში იმყოფება.

ქეთევან ციხელაშილმა ჟურნალისტებს ხურვალეთიდან გატაცებულის, მაია ოთინაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა აქცენტი ოთინაშვილის მდგომარეობაზე გააკეთა და განაცხადა რომ მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. 

"ცხადია განსაკუთრებული ყურადღება და ყველა ძალისხმევაა მობილიზებული, რადგან საქმე ეხება ქალს და მითუმეტეს არასრულწლოვანი შვილების დედას. პირველი და უმთავრესი ინტერესია, რომ მისი გათავისუფლება მოხერხდეს. დღის განმავლობაში რამდენჯერმე იყო ცხელი ხაზი გააქტიურებული და ცხადია იგეგმება კვლავ, არის გარკვეული ინფორმაციების მოლოდინი. რაც ამ ეტაპზე ცხელი ხაზით გვაქვს მიღებული ინფორმაცია ერთი საათის წინ, არის ის, რომ მაია ოთინაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პროცესში ჩართულია "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი და მათი წესებიდან გამომდინარე ისინი ოჯახის წევრებთან არიან კონტაქტზე. ის ე.წ. პროცედურები რაც ე.წ. საზღვრის დარღვევისას ხდება ხოლმე ესეც დაგეგმილია მომდევნო ორი დღის განმავლობაში. ამიტომ სხვა ტიპის გადაწყვეტილება არ დასტურდება."-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

Read 756 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი