Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 03 ოქტომბერი 2018 11:47

ბახტაძე: მობილიზებულია ყველა რესურსი, რათა მაია ოთინაშვილი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს

Rate this item
(0 votes)

"მოვახდინეთ ყველა რესურსის მობილიზება, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის, რათა ჩვენი მოქალაქე რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდეს თავის ოჯახს", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ 37 წლის მაია ოთინაშვილის დაკავების საკითხზე განაცხადა.

მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას.

"ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამ შემთხვევაში ხაზი მინდა გავუსვა, ვცდილობთ, გვქონდეს მექანიზმები და ეს მექანიზმები ძალიან ხშირ შემთხვევაში არის საკმაოდ ეფექტური, რომ მოვახდინოთ მსგავსი შემთხვევების პრევენცია. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ქეთი ციხელაშვილის აპარატი ისევე, როგორც შესაბამისი ორგანოები და რაც მთავარია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომ უახლოეს საათებში, ვიმედოვნებ, ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდეს თავის შვილებს და თავის ოჯახს. ძალიან მძიმე შემთხვევას აქვს ადგილი. ამასაც მინდა ხაზი გავუსვა. შესაბამისად, ჩვენ მოვახდინეთ ყველა რესურსის მობილიზება, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის, რათა ჩვენი მოქალაქე რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდეს თავის ოჯახს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

Read 1155 times