Back to Top
ოთხშაბათი, 03 ოქტომბერი 2018 11:55

მეარაყიშვილი პრემიერს: 14 თვეა ტყვეობაში ვარ, დახმარება მჭირდება

Rate this item
(0 votes)

ახალგორში მცხოვრები ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს მიმართავს.

მეარაყიშვილი პრემიერს საკვებით და სათბობით დახმარებას სთხოვს.

"გამარჯობა, ბატონო მამუკა. მე თამარ მეარაყიშვილი ვარ. სამოქალაქო აქტივისტი. ალბათ ჩემზე არც კი გსმენიათ- წელიწადი და ორი თვეა ფაქტიურად ტყვეობაში ვარ. მხრეთ ოსეთის პროკურატურა მდევნის- სისხლის სამართლის 3 სხვადასხვა მუხლით მასამართლებენ. ერთი წელია სასამართლო პროცესებზე დავდივარ ცხინვალში. როგორ ვახერხებ ამას? ჩემი ოჯახი, მეგობრები და უცნობი ადამიანები მეხმარებიან. მეორე ზამთარი დაიწყება ჩემთვის ამ მდგომარეობაში და გადავწყვიტე საჯაროდ გთხოვოთ დახმარება- შეშა გასათბობად, ელექტროენერგიის გადასახადი, ფქვილი, შაქარი, წნევის აპარატი და ყურადღება მჭირდება მეც და ჩემ ოჯახსაც. იმედს ვიტოვებ, რომ გამომეხმაურებით", - მიმართავს მეარაყიშვილი.

Read 905 times Last modified on ოთხშაბათი, 03 ოქტომბერი 2018 12:04