მეარაყიშვილი პრემიერს: 14 თვეა ტყვეობაში ვარ, დახმარება მჭირდება
ახალგორში მცხოვრები ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს მიმართავს.
მეარაყიშვილი პრემიერს საკვებით და სათბობით დახმარებას სთხოვს.
"გამარჯობა, ბატონო მამუკა. მე თამარ მეარაყიშვილი ვარ. სამოქალაქო აქტივისტი. ალბათ ჩემზე არც კი გსმენიათ- წელიწადი და ორი თვეა ფაქტიურად ტყვეობაში ვარ. მხრეთ ოსეთის პროკურატურა მდევნის- სისხლის სამართლის 3 სხვადასხვა მუხლით მასამართლებენ. ერთი წელია სასამართლო პროცესებზე დავდივარ ცხინვალში. როგორ ვახერხებ ამას? ჩემი ოჯახი, მეგობრები და უცნობი ადამიანები მეხმარებიან. მეორე ზამთარი დაიწყება ჩემთვის ამ მდგომარეობაში და გადავწყვიტე საჯაროდ გთხოვოთ დახმარება- შეშა გასათბობად, ელექტროენერგიის გადასახადი, ფქვილი, შაქარი, წნევის აპარატი და ყურადღება მჭირდება მეც და ჩემ ოჯახსაც. იმედს ვიტოვებ, რომ გამომეხმაურებით", - მიმართავს მეარაყიშვილი.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორის მერიამ რესტორნებით 10 თვეში 21-ჯერ ისარგებლა
- 2019 წელს გორის მერიამ საზღვარგარეთ მივლინებისთვის 8000 ლარზე მეტი დახარჯა
- გორის მერიაში 2020 წელს 4 900 ლარის წყალს დალევენ
- ჰოსპიტალი: პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შსს გაავრცელებს
- გორში ავარიის შედეგად პოლიციის თანამშრომელი დაშავდა