Back to Top
ოთხშაბათი, 03 ოქტომბერი 2018 14:00

ბასიშვილი: მერაბიშვილს "ქართული ოცნება" 6 წლის განმავლობაში ტანჯავს

Rate this item
(0 votes)

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი შსს-ს ყოფილი მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს, რაშიც ხელისუფლებას ადანაშაულებს.

ბასიშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს არ მიეცა ნორმალური სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების საშუალება და მისი მდგომარეობა თანდათან გართულდა. ის მერაბიშვილს, ივანიშვილის პირად პოლიტპატიმარს უწოდებს და აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში მერაბიშვილი ხალხის სამსახურს ისევ დაბრუნდება.

"6 წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" ხელისუფლება ტანჯავს ადამიანს, რომელმაც ქვეყანაში წესრიგი დაამყარა და სამართალდამცავი სისტემები ხალხის სამსახურში ჩააყენა. ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და სამწუხაროდ, მას ნორმალური ექიმებიც ვერ აღირსა დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომ ჩატარებოდა გამოკვლევები და ერთხელ და სამუდამოდ დიაგნოზი დაესვათ მის მდგომარეობაზე. ოჯახის წევრებისა და ადვოკატების მიმართვის მიუხედავად მმართველმა გუნდმა მიზანმიმართულად არ მოახდინა მერაბიშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა. ვიმედოვნებთ, რომ გონს მოეგება "ქართული ოცნება" და პოლიტპატიმრად აღიარებულ ვანო მერაბიშვილს აუცილებლად გაათავისუფლებს საპატიმროდან", - აცხადებს ბადრი ბასიშვილი.

ყოფილი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან ორი დღის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე „მედიკლაბ ჯორჯიაში“ რჩება.

Read 1870 times