mukilurji640X90

2019 წლიდან შიდა ქართლის გუბერნიის დაფინანსება 5000 ლარით გაიზრდება

ოქტომბერი 03 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2019 წლისთვის სამხარეო ადმინისტრაციების (გუბერნატორების) დაფინანსების გაზრდა იგეგმება.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ყველაზე ცოტა თანხა შიდა ქართლის და ქვემო ქართლის გუბერნატორების ადმინისტრაციებს დაემატება. შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის დაფინანსება 625 ათასი ლარიდან 630 ათას ლარამდე იზრდება.

რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, შიდა ქართლის გუბერნატორის, ხელფასი 2018 წლიდან 5900 ლარი გახდა. მანამდე კი 2900 ლარი იყო.2018 წლიდან ხელფასი გაეზარდათ მის მოადგილეებსაც. ვიცე-გუბერნატორს ნაცვლად 2300 ლარისა, 3600 ლარი დაენიშნა, მეორე მოადგილის ხელფასი კი 2300 ლარიდან 3500 ლარი გახდა.

2019 წლიდან კი შიდა ქართლის გუბერნიის მთლიანი დაფინანსება  5000 ლარით იზრდება.

Read 385 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 03 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი