გალინა ქელეხსაევა: არიან დამნახავები, რომ ჩემი შვილი წინაგარის ბაზართან სცემეს

ოქტომბერი 03 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილის დედა ირწმუნება, რომ მისი შვილი ნაცემია.

გალინა ქელეხსაევას ინფორმაციით, მისი შვილის გათავისუფლებას ოსური მხარე განზრახ აჭიანურებს, რადგან ფიქრობს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების კვალი მის სხეულზე ამჟამად ადვილად შესამჩნევი იქნება. ქელეხსაევა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ მისი შვილის მდგომარეობის შესახებ "ცხელი ხაზით" გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. 

"აქედან რომ წაიყვანეს 10 საათამდე წინაგარის ბაზართან ჰყოლიათ და იქ უცემიათ. ცხინვალში მყავს ნაცნობები და ადვოკატიც ავიყვანე. მივიდა იზოლატორში და ისიც არ შეუშვეს. არც "წითელ ჯვარს" უნახავს ჩემი შვილი და არც არავის. საიდან აქვს შერიგების სამინისტროს ინფორმაცია ჩემი შვილის მდგომარეობის შესახებ? როგორც გავარკვიე კოჩიევისგან. აბა ახლა მითხარით დასაჯერებელია კოჩიევის სიტყვები? მათი წარმომადგენელი იმას იტყოდა, რომ მაია ნაცემია. ნათესავები რომ მიაკითხავენ იზოლატორში შორიდან მაინც აჩვენონ, შიგნით ნუ შეიყვანენ. გამაგებინონ ცოცხალია თუ მკვდარი ჩემი შვილი?"-ამბობს გალენა ქელეხსაევა. 

Read 1157 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 03 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი