ოთინაშვილის დაკავებაზე ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 03 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. ომბუდსმენი მათ მოუწოდებს უმკაცრესად დააყენონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლისა და თავისუფლების, ასევე მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლების დარღვევის ფაქტები. შესაბამისი განცხადება ნინო ლომჯარიამ დღეს გაავრცელა.

"სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, უმკაცრესად დააყენონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლისა და თავისუფლების, თავისუფალი გადაადგილების უფლების დარღვევის ფაქტები; ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს - მოლაპარაკების დღის წესრიგში შეიტანონ დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის გაცვლის უფრო ეფექტიანი მექანიზმის შექმნა ან არსებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზის მუშაობის გაფართოება და დახვეწა. ეს შეიძლება მოიცავდეს დაკავებულის პირდაპირ სატელეფონო კავშირს ოჯახთან, კონკრეტული პირებისათვის პატიმართა/დაკავებულთა მდგომარეობის, დაკავების პირობების შემოწმების მანდატის მინიჭებას, და ა.შ. ამის გარდა, უაღრესად მნიშვნელოვანია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს რესეთის ფედერაციისა და დე ფაქტო ხელისუფლებებმა მისცენ შეუფერხებელი და შეუზღუდავი დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე დახურულ დაწესებულებებში", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მაია ოთინაშვილი ხურვალეთიდან უკვე მე-5 დაკავებული ქალია, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს კონფლიქტით დაზარალებული ქალების უკიდურესად მძიმე მდგომარეობას.

გარდა ამისა, როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, ადგილობრივთა განცხადებით, რუსი და ოსი ე.წ. „მესაზღვრეები“ ხშირად გადმოდიან მავთულხლართების გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ბოლო გატაცების შემთხვევა 2018 წლის ივნისში მოხდა.

ომბუდმსმენის აპარატში ასევე აცხადებენ, რომ ადამიანის გატაცებები და დაკავებები ჩვეულ მოვლენად იქცა. 

"სოფელი ხურვალეთი გამყოფი ხაზის სოფლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სოფელია. მავთულხლართების გავლების შედეგად სოფლის 36 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწა, საძოვრები, სასაფლაო და რამდენიმე სახლი ოკუპირებულ ნაწილზე მოექცა, სარწყავი წყალი 2008 წლიდან გადაკეტილი აქვს დე ფაქტო ხელისუფლებას, ადამიანების გატაცებები და დაკავებები თითქმის ჩვეულ მოვლენად იქცა. ადგილობრივთა განცხადებით, რუსი და ოსი ე.წ. „მესაზღვრეები“ ხშირად გადმოდიან მავთულხლართების გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ბოლო გატაცების შემთხვევა 2018 წლის ივნისში მოხდა", - წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

2018 წლის 29 სექტემბერს დილით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით საქართველოს მოქალაქე, სამი არასრულწლოვნის დედა მაია ოთინაშვილი გაიტაცეს. 
თვითმხილველების მიერ სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, შეიარაღებული, ნიღბიანი პირების მიერ მოქალაქის გატაცება საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან, მავთულხლართიდან დაახლოებით 50 მეტის მანძილზე მოხდა.

Read 706 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი