mukilurji640X90

ქელეხსაევა: მოვითხოვ, დამიბრუნოს ხელისუფლებამ ჩემი შვილი

ოქტომბერი 03 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

29 სექტემბერს, ხურვალეთიდან გატაცებული 37 წლის მაია ოთინაშვილის დედა, გალინა ქელეხსაევა ხელისუფლებას მიმართავს.

მისი ინფორმაციით, დაკავებიდან 5 დღე გავიდა და მისი შვილის მდგომარეობის შესახებ რეალური ინფორმაცია არ გააჩნია.

"ჩემი შვილი თავის ნაკვეთში იყო, გადმოვიდნენ და საქართველოს მოქალაქე, სამი შვილის დედა გაათრიეს და ისე წაიყვანეს. გასუსულები რომ არიან, სახელმწიფო არ გვყავს? ან სახალხო დამცველი არ არის? ან წითელ ჯვარს არ აქვს იმის უნარი, რომ შევიდნენ და ნახონ, რა მდგომარეობაშია ჩემი შვილი? არ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ? მხოლოდ ჩამოსვლა და განცხადებების გავრცელება არ შველის საქმეს. მოვითხოვ, ჩემი შვილი დააბრუნონ მაქსიმალურად მოკლე დროში", - აღნიშნა გალინა ქელეხსაევამ.

Read 943 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი