mukilurji640X90

ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაწესებული საჯარიმო თანხა იზრდება

ოქტომბერი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ დაამტკიცა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საჯარიმო თანხის რაოდენობის ზრდას ე.წ. საზღვრის დარღვევისათვის.

ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობის პრესსამსახური იუწყება.

დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურის უფროსის, ვალერი ალიხანტის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე დაფუძნებული ჯარიმების არსებული ოდენობა არაეფექტურია.

"კანონპროექტი მიზნად ისახავს დანაშაულთა რაოდენობის შემცირებას. საჭიროა უფრო მკაცრი სანქცია სამართლებრივი რეჟიმის იგნორირებით, სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის. ეს კანონპროექტი ასევე ხელს შეუწყობს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას", - განაცხადა დე ფაქტო უწყების ხელმძღვანელმა.

Read 601 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი