ზაზა ნასყიდაშვილი: ვიდეოს გაზიარებით, კანონი არ დამირღვევია

ოქტომბერი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, ზაზა ნასყიდაშვილი მისი დაჯარიმების მოთხოვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის გახსნის ვიდეოს გაზიარებით, კანონი არ დაურღვევია.

“პირდაპირი ჩანაწერი და მოწოდება არ გამიკეთებია, ამიტომ ეგ აგიტაციად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, კანონი არ დამირღვევია. სამუშაო საათებში კი მაქვს გაზიარებული, მაგრამ მოწოდება ან მსგავსი ჩანაწერი არ გამიკეთებია. დაველოდოთ კომისიის გადაწყვეტილებას“, - ამბობს ზაზა ნასყიდაშვილი.

ზაზა ნასყიდაშვილის დაჯარიმების მოთხოვნით საოლქო საარჩევნო კომისიას "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" და "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებმა მიმართეს. მათი საჩივრის მიხედვით, ზაზა ნასყიდაშვილმა სამუშაო საათებში, სალომე ზურაბიშვილის ვიდეოს გაზიარებით საარჩევნო კოდექსი დაარღვია, რომელიც საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას უკრძალავს.

Read 507 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი