Back to Top
ხუთშაბათი, 04 ოქტომბერი 2018 18:50

სააგენტო „რესი“: მაია ოთინაშვილის თქმით, ცხინვალის ციხეში კარგად ექცევიან

Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე მაია ოთინაშვილი ცხინვალის კოლონიაში იმყოფება. 

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „რესი“ ავრცელებს. მისი ინფორმაციით, დღეს ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ოთინაშვილი მოინახულეს და „ქართველი პოლიტიკოსებისა და უფლებადამცველების მხრიდან გამოთქმული ბრალდებების უსაფუძვლობაში დარწმუნდნენ“. 

„როგორც ჟურნალისტებს მაია ოთინაშვილმა განუცხადა, დაკავების შემდეგ მას თარჯიმანი და ადვოკატი გამოუყეს. მისივე თქმით, მას კარგად ექცევიან, ჯანმრთელობას არ უჩივის, თუმცა სახლში დაბრუნება სურს“, - წერს სააგენტო “რესი“.

Read 912 times