როგორ შენდება სოფელი? - ყოფილი გამგებელი მერის მუშაობაზე

იანვარი 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ყოფილი გამგებელი პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ტაიმაუტს ირჩევს, თუმცა ახლად არჩეული მერის საქმიანობას თვალს აქტიურად ადევნებს. დავით ონიაშვილი ამბობს, რომ მისი ყოფილი თანამშრომლების სამუშაო ადგილები, რომლებიც თვითმართველობის არჩევნების დროს მხარში დაუდგნენ, პოლიტიკურ ინტერესებს შეეწირა და სამსახურიდან ისინი კანონდარღვევით გაათავისუფლეს.


კანონმდებლობა, ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად, თანამშრომლების დაკომპლექტებას მობილობის პრინციპით ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, ყოფილი გამგებელი ფიქრობს, რომ მერიაში ღია კონკურსი არც უნდა გამოცხადებულიყო. მერიაში კადრების დაკომპლექტების პროცესს ოპოზიციაც ეხმაურება. ,,თავისუფალი დემოკრატების წევრი ოთარ კვირიკაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება ადვილად მართვადი ადამიანებით ადგენს საშტატო ნუსხას.ამ მოსაზრებას ნაციონალურ მოძრაობაშიც ეთანხმებიან. ბადრი ბასიშვილის ინფორმაციით, პროფესიონალიზმზე ყურადღების განმახვილება მერიაში მეორეხარისხოვანია. 

 

ამ სიმღერის შემსრულებლების უმრავლესობა გაერთიანებულ მუნიციპალიტეტში მუშაობას კვლავაც აგრძელებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ახალ მერიაში ჯერჯერობით არ დაუთვლიათ, თუ რამდენ თანამშრომელს მოუწია სამსახურის დატოვება. მერის იურისტი გიორგი ბატონისაშვილი განმარტავს, რომ ოპტიმიზაცია გაბერილი შტატების შემცირებას გულისხმობს, თანხების დაზოგვის მიზნით.


მოზაიკას ინფორმაციით, საკრებულო მერიაში კიდევ რამდენიმე თანამშრომლის დანიშვნის საკითხს განიხილავს, თუმცა რატომ გაჭიანურდა ამ დრომდე ოპტიმიზაცია- რეორგანიზაციის პროცესი, ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ჯერჯერობით არავისგან ისმის.


სოფლის ასაშენებლად დასაქმებული კადრების რაოდენობა კი უკვე გახდა საზოგადოების კრიტიკის საგანი. რამდენად მიმართულია მერიაში მიმდინარე პროცესები თანხების დაზოგვისკენ, ამ საკითხზე რადიო "მოზაიკა" მონიტორინგს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგაც გააგრძელებს.

Read 2382 times Last modified on Last modified on იანვარი 30 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი