შიდა ქართლის გუბერნატორმა რეგიონის წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა

ოქტომბერი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორმა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის საბაზო საფეხურზე მყოფი 361 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვა.

მოსწავლეებს საჩუქრად პორტატული კომპიუტერები გადაეცათ.

"მიხარია, რომ წარჩინებული მოსწავლეების სტატუსით ბევრნი ხართ შეკრებილნი და პირადად მომეცა საშუალება, მოგილოცოთ. თქვენ ხართ ქვეყნის მომავალი, ამიტომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, წარჩინებულები იყოთ არამხოლოდ ახლა, არამედ სკოლის, უნივერსიტეტის დამთავრებისას, რათა თქვენი ცოდნითა და ნიჭით ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალოთ. განათლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვიცი, რომ ეს თქვენც კარგად იცით და მე, არამხოლოდ რეგიონის გუბერნატორი, არამედ ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, დიდ იმედებს ვამყარებ თქვენზე. გილოცავთ კიდევ ერთხელ და წარმატებებს გისურვებთ“, - მიმართა შეკრებილ ახალგაზრდებს გიორგი ხოჯევანიშვილმა.

Read 1230 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი