Print this page

გორის მერიაში სისხლის გაღების საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს

ოქტომბერი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„წვეთი სისხლიდან იწყება სიცოცხლე. ჩვენს მიერ გაცემულმა სისხლმა შეიძლება სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნას. გორის მერია მუნიციპალურ ორგანიზაციებთან ერთად, საჭირო სისხლის მარაგის შექმნის მიზნით, მსგავს აქციებში ეტაპობრივად იღებს მონაწილეობას.“ - აღნიშნა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა სისხლის გადასხმის საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისას, რომელიც ამ წუთებში გორის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარეობს.

დღის ბოლომდე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ღონიძიებაში ჩაერთოს და უნგაროდ გაიღოს სისხლი იმ ადამინებისთვის, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. აქციას, რომელშიც უკვე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ორგანიზაცია “სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური” ატარებს. 

“სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური” ერთ-ერთი წამყვანი სისხლის ბანკია საქართველოში, რომელიც დონორული სისხლისგან სისხლის კომპონენტების დამზადებასა და თბილისის კლინიკების სისხლით მომარაგებას უზრუნველყოფს.

Read 616 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 05 2018