ალექსანდრე ელისაშვილი გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს შეხვდა

ოქტომბერი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს ალექსანდრე ელისაშვილი შეხვდა.

ელისაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი პოლიტიკური და ჟურნალისტური გამოცდილება გაუზიარა. ასევე ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებზე, ქალაქების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე და მოქალაქეთა ჩართულობაზე თვითმმართველობაში. 

“დღეს ჩემთვის ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ერთის მხრივ, მე ვყვებოდი ჩემს პირად გამოცდილებას თვითმმართველობაში, თბილისის საკრებულოში მუშაობის და მეორე მხრივ იმაზე, რაც პირადად მე მიმაჩნია მთავარ პრობლემატურ სტერეოტიპად - ის, რომ თითქოს პოლიტიკა არის ბინძური საქმე და ნორმალური და კეთილსინდისიერი, კვალიფიციური ადამიანები სწორედ ამის გამო არიდებენ თავს პოლიტიკაში წასვლას და ეს სტერეოტიპი არის დასამსხვრევი. ჩვენ თუ გვინდა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ჩვენ უნდა ვიყოთ პოლიტიკურად აქტიურები და პოლიტიკაში მონაწილეობა საერთოდ არ არის სამარცხვინო და ბინძური“, - ამბობს ალექსანდრე ელისაშვილი.

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი სხვადასხვა ფორმატში დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულისთვის პერიოდულად მართავს შეხვედრებსა და ტრენინგებს.

Read 721 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი