Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018 16:55

მაია ოთინაშვილი ხელისუფლებისგან ყურადღებას 2 წლის წინ ითხოვდა

Rate this item
(0 votes)

ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილი ხელისუფლების მხრიდან ყურადღებას ჯერ კიდევ 2016 წლის ივლისში ითხოვდა.

მასთან შესახვედრად ადგილზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ რომლებიც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ვიდეომასალას ამზადებენდნენ. კადრებში ჩანს, რომ მაია ოთინაშვილი უკმაყოფილო და იმედგაცრუებული იყო. სტუდენტებთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ დათა ვანიშვილის მდგომარეობით ინტერესდებიან და უცხოელი მაღალჩინოსნებიც მის სანახავად მიჰყავთ, მაგრამ არანაკლებ რთულ ვითარებაში მყოფი მისი ოჯახით კი როგორც თავად ამბობს არავინ დაინტერესებულა. მაია ოთინშვილის თქმით, იმ მომენტისთვის არც სოციალური შემწეობა გამოუყვეს და არც არავის უკითხავს, თუ როგორც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზთან 3 არასრულწლოვანი შვილით. 

ჟურნალისტები, რომლებმაც აღნიშნული ვიდეო გადაიღეს რადიო "მოზაიკასთან" ამბობენ, რომ მაია ოთინაშვილი ჟურნალისტებთან საუბარსაც გაურბოდა და ამბობდა, რომ ამ ყველაფრის კამერებთან გაჟღერებასაც არანაირი აზრი არ ექნებოდა.

Read 1689 times Last modified on პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018 22:08