Back to Top
პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018 17:37

გორის მერმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს განყოფილებაში მომუშავე ღვაწლმოსილ პედაგოგებს გორის მერმა პროფესიული დღე მიულოცა.

"მადლობას გიხდით თავდაუზოგავი, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისათვის. იყო მასწავლებელი - ეს ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო პროფესიაა. თქვენ ხართ ღირსეული მაგალითი მომავალი თაობებისთვის. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას იმ ცოდნისთვის და შემოქმდებისთვის, რომელიც თითოეულ მოსწავლემდე მიგაქვთ“, - მიმართა კონსტანტინე თავზარაშვილმა პედაგოგებს.

მასწავლებლებს მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა და ტურიზმის და კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომდგენლებმა სამადლობელი სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს .
დღესვე, 17:00 საათზე გორის კულტურის ცენტრში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

Read 1034 times