ფხალაძე: ოთინაშვილის გატაცების საკითხზე პრეზიდენტი მუდმივ კოორდინაციაშია ხელისუფლებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან

ოქტომბერი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მაია ოთინაშვილის გატაცების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პირველივე წუთებიდან საქართველოს პრეზიდენტი მუდმივ კოორდინაციაშია როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტიც ადმინისტრაცია მაქსიმალურ ძალისხმევას ავლენს, რომ პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს.

"რაც შეეხება არსებულ ვითარებას, ამას აქვს ორი შემადგენლობა. პირველი, ეს არის სუფთა ადამიანური და ჰუმანიტარული. ქალბატონი და შვილების დედა არ შეიძლება იმყოფებოდეს იზოლატორში იმისთვის, რომ გადაადგილდებოდა საკუთარ ტერიტორიაზე. ბუნებრივია, ყველას გვაწუხებს ეს მდგომარეობა და მთავარი ამოცანაა, ეს ადამიანი მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს.

რაც შეეხება პოლიტიკურ განზომილებას, სრული აბსურდია, რომ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში გადაადგილებისთვის იტაცებენ, იჭერენ და რაღაც შეთითხნილ სასამართლო პროცესებს უწყობენ. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ეს არის ოკუპაციისა და საოკუპაციო ძალის ნამდვილი სახე, მხედველობაში მაქვს რუსეთის ფედერაცია, რომელიც რეალურ ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ამ მიმართულებით ყველა მექანიზმი გამოყენებულია და ყველა ჩვენი პარტნიორი ჩართულია, რათა რუსეთის ფედერაციას დაეკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ფხალაძემ.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს.

Read 568 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი