Back to Top
შაბათი, 06 ოქტომბერი 2018 11:31

ელისაშვილი:ვიღაც ჩინოვნიკი ზის თბილისში და იქიდან საზღვრავს სად უნდა იყოს გორში "ზებრა"

Rate this item
(0 votes)

სამოქალაქო აქტივისტი და პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი გორის დემოკრატიის სკოლას სტუმრობდა, სადაც მან თვითმმართველობის მნიშვნელობაზე და ფუნქციებზე ისაუბრა.

''რეალურად ჩვენს ქვეყანაში თვითმმართველობა არ გვაქვს, ამის დასტურია ისიც, რომ ქალაქებს გაუუქმდა თვითმმართველი სტატუსი, წესით ამის გამო უნდა აგორებულიყო პროტესტის ტალღა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ასე არ მოხდა. ჩვენ თუ გვექნება რეალური თვითმმართველობა და რეალური დეცენტრალიზაცია, მხოლოდ ასე დავაღწევთ თავს საბჭოთა კავშირს, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი ჩვენს ტვინებში არის ჩარჩენილი. თვითმმართველობა არის, ის რომ, მაგალითად: მე თვითონ ვწყვეტ, გორის ციხეზე როგორი მუზეუმი იქნება ან რა იქნება, მე თვითონ ვწყვეტ "ზებრა" სად დაიხაზოს გორში. დღეს ვიღაც ჩინოვნიკი თბილისში ზის და Google map-ში საზღვრავს გორში ზებრა სად უნდა იყოს და სად არა, როცა გორელებმა თვითონ უნდა გააკეთონ ეს. თვითმმართველობა, დეცენტრალიზაცია, უფლებებისა და ქონების გადაცემა არის საბჭოთა კავშირის დამსხვრევა",-ამბობს ალეკო ელისაშვილი .

Read 926 times Last modified on შაბათი, 06 ოქტომბერი 2018 11:33