დავით რაზმაძე:საკრებულოს წევრი პირველ რიგში ამომრჩევლის წინაშეა ვალდებული

ოქტომბერი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"საკრებულოს წევრი პირველ რიგში თავისი ამომრჩევლის წინაშეა ვალდებული",-ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ რადიო "მოზაიკასთან" ისაუბრა.

მისი თქმით მნიშვნელოვანია, როცა საკრებულოს წევრი კომისიებისა თუ ბიუროს სხდომებზე ამა თუ იმ პრობლემას აყენებს და მისი გადაჭრის საჭიროებებზე მსჯელობს.

"მომწონს, როცა საკრებულოს წევრი აქტიურობს, პრობლემას აყენებს, იმიტომ რომ ვალდებულია. არავის წინაშე არ არის ისე ვალდებული საკრებულოს წევრი, როგორც ამომრჩევლის წინაშე.ზუსტად იმ ამომრჩევლის ტკივილი და ხედვა მიაქვს აღმსარულებელთან, ვინც ასევე ხალხის მიერაა არჩეული და მანაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის გულისტკივილი",-განაცხადა დავით რაზმაძემ 

Read 813 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი