ელისაშვილი:ზურაბიშვილის მიზანია საქართველომ უარი თქვას აფხაზეთზე და ცხინვალზე 

ოქტომბერი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ალეკო ელისაშვილიმა რადიო "მოზაიკასთან" სალომე ზურაბიშვილის შესახებ ისაუბრა. ელისაშვილი გორში, დემოკრატიის სკოლაში იმყოფებოდა და სკოლის კურსდამთავრებულებს შეხვდა.

"სალომე ზურაბიშვილზე ვთქვი, რომ ის არის ულვაშებგაპარსული სერგო ორჯინიკიძე, დიახ, ასეა, რადგან ზურაბიშვილი თავიდან ბოლომდე არის რუსული სპეცსამსახურების პროექტი, რომლის მიზანია, რომ საქართველომ უარი თქვას აფხაზეთზე და ცხინვალზე, იმის თქმა რომ მშვიდობიან მოსახლეობას ჩვენ ვბომბავდით, იმის თქმა, რომ ომს ვიწყებდით, ეს არის ზუსტად რუსეთის აგრესიის გამართლება, რაც არის დასაწყისი, იმისა რომ საქართველოს პრეზიდენტმა, შემდეგ თქვას, რომ მოდი აფხაზეთთან და ცხინვალთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან, ისე ვილაპარაკოთ. ეს არის რუსული სცენარი",-განაცხადა ელისაშვილმა

Read 991 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი