გოგა ოთინაშვილის სათამაშოებით უცხოური კომპანიები დაინტერესდნენ
გოგა ოთინაშვილის სათამაშოები თურქეთში საერთაშორისო გამოფენაზე გამოიფინა. სტამბულში გამართულ გამოფენაზე სულ 7 ქართული კომპანია მონაწილეობს, მათ შორის გოგა ოთინაშვილის "საგო". გოგა წარმოშობით დიდი ლიახვის სოფლიდან, ქერმეტიდანაა.
"მე მქონდა წარმოდგენილი ფაზლის ტიპის 7 დასახელების ხის სათამაშო, რამდენიმე უცხოური კომპანია დაინტერესდა ჩემი სათამაშოებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ძირითად თურქული კომპანიები არიან", - ამბობს გოგა.
აღნიშნულ გამოფენაზე ქართული კომპანიები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს,"აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 4-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით მონაწილეობენ.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორში, ჭალის დასახლებაში საფეხბურთო სკოლის აშენებას გეგმავენ
- გორელები ტაქსის მძღოლების მოთხოვნას ტარიფის გაზრდაზე ეწინააღმდეგებიან
- ტაქსების მძღოლების პროტესტის პარალელურად ოფისების ხელმძღვანელებიც იკრიბებიან
- გორში, ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ
- დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს გორის სტადიონმა უმასპინძლა