მაკრახიძის განცხადება წაგებული ტენდერების რაოდენობაზე მცდარი აღმოჩნდა

ოქტომბერი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკასთან" საუბრისას, გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ მოგებულთან ერთად, მის სახელთან დაკავშირებული კომპანიების მიერ წაგებული ტენდერების რაოდენობითაც დაინტერესდნენ.

იოსებ მაკრახიძის განცხადებით, ბოლო სამ წელში, მისმა კომპანიებმა სახელმწიფო ტენდერებში 60-ჯერ წააგო. 

"რომ წერთ ამდენი მოიგო, იმდენი მოიგოო, იმას რატომ არ ითვლით, რამდენი წავაგე. 2016 წლიდან დღემდე, რაც მე პარლამენტარი გავხდი, 60 ტენდერი წავაგე", - აღნიშნა იოსებ მაკრახიძემ

რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა, რამდენი ტენდერი აქვს წაგებული დეპუტატის სახელთან დაკავშირებულ კომპანიებს 2016 წლიდან დღემდე.

სახელმწიფო ტენდერებში ძირითადად შპს "იბოლია" და შპს "შარა" ფიგურირებს. დანარჩენი კომპანიები,რომლებშიც მაკრახიძე გარკკვეულ წილებს ფლობს, ტენდერებში არ აქტიურობენ. რაც შეეხება წაგებულ ტენდერებს, ბოლო 3 წელში შპს "შარას" 27, შპს "იბოლიას" კი 11 ტენდერი აქვს წაგებული. მისი პარლამენტში შესვლიდან დღემდე კი წაგებული ტენდერების საერთო რაოდენობა- 24-ია და არა 60.

რაც შეეხება მოგებულ ტენდერებს - შპს "იბოლიას“ მიერ მოგებული ტენდერების საერთო ღირებულება -33 328 790 ლარს, (2016 წლის არჩევნებიდან - დღემდე) შპს „შარასი“ კი 7 520 359 ლარს შეადგენს.

Read 624 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი