შალვა ნათელაშვილი: მოვუწოდებ საოკუპაციო რეჟიმს, დაუყოვნებლივ დააბრუნონ აკაკი დათაშვილი სახლში

ოქტომბერი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შალვა ნათელაშვილი სოფელ კირბალში იმყოფებოდა, პრეზიდენტობის კანდიდატმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული აკაკი დათაშვილის ოჯახი მოინახულა.

“მე ვთხოვ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობას, ის ვაჟკაცი კაცი დააბრუნონ საკუთარ სახლში, სანამ მაგათი პირადი საქმე დაიდება ინტერპოლში წითელი ცირკულარით. აქაური მოსახლეობა ყოველდღიური შიშის ქვეშ ცხოვრობს, ოკუპაცია გადავიდა ახალ ფაზაში, არამარტო გადმოდიან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, არამედ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ ძველად აღძრული საქმეების მიხედვით, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე არის საფრთხის ქვეშ, რომ ერთ ღამეს მიუკაკუნებს ოპერატიული ჯგუფი ე.წ სამხრეთ ოსეთიდან და მოხვდება ცხინვალის იზოლატორში. ეს არის წმინდა წყლის მარაზმი და მთელი მსოფლიოს დაცინვა“,-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა

2008 წლის ომის შემდეგ კირბალი ერთ-ერთი სოფელია, სადაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მოქალაქეებს ყველაზე ხშირად აკავებენ.

Read 781 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 08 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი