Back to Top
ორშაბათი, 08 ოქტომბერი 2018 20:28

შსს: მე-11 სკოლაში მანდატურმა პრევენციისთვის პოლიცია გამოიძახა

Rate this item
(0 votes)

"მეთერთმეტე საჯარო სკოლის მანდატურმა, პრევენციის მიზნით, სკოლაში პოლიცია გამოიძახა", - ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა მიაწოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მანდატურმა მიიჩნია, რომ სკოლის დერეფანში ორი, მეცხრე და მეშვიდე კლასის მოსწავლე ერთმანეთს დაუპირისპირდა. სკოლის მანდატურმა ორივე მოსწავლე გააშველა, შემდეგ კი პოლიციას გამოუძახა.

შსს პრესსამსახურში ასევე აცხადებენ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ვითარება შეისწავლეს და ორივე მოსწავლე გამოკითხეს. მოსწავლეებმა დაპირისპირების ფაქტი უარყვეს.

Read 1946 times Last modified on ორშაბათი, 08 ოქტომბერი 2018 20:37