ოსინფორმი: ცხინვალში ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტთა რაოდენობა გაიზრდა

იანვარი 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტთა რაოდენობა გაიზრდა, - ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო „ოსინფორმმა“ გაავრცელა. ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში აღრიცხვაზე მყოფთა მაჩვენებელი 1800-ს აღემატება.

დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის გიორგი ტოტჩიევის განმარტებით, პატარა რეგიონისთვის ასეთი მაღალი მაჩვენებელი, შემაშფოთებელია.

„დღეს პაციენტები ამბულატორიულ მკურნალობას ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში გადიან, რომლის გაფართოებასაც ვგეგმავთ. მაგრამ სტაციონარული მკურნალობისთვის, ჩვენ პაციენტების გადაყვანა ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზში გვიწევს, რადგან ფსიქიატრიული საავადმყოფო არ გვაქვს. პაციენტების ნაწილი ცხინვალის ქუჩებშიც კი დასეირნობს, თავისუფლად“, – აცხადებს ტოტჩიევი. მისი ინფორმაციით, დე ფაქტო უწყებებმა 2018 წელს უკვე 5 პაციენტი გადაიყვანეს ვლადიკავკაზში.

Read 1743 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი