ზვიად ზვიადაძე: სხვა შემთხვევაში უარს ვამბობთ არჩევნებში მონაწილეობაზე

ოქტომბერი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

,,ის, რომ ყველა საარჩევნო უბანი არა არის ადაპტირებული, შშმ პირებს არჩევნებზე წასვლის სურვილს უკარგავს,“ - თქვა შშმ პირმა ზვიად ზვიადაძემ გადაცემაში ,,სოციუმი“.

,,როგორც კი გაიგებს შშმ პირი საარჩევნო უბანზე კიბეებია და იქ მისვლისას ხელით აყვანა და დახმარება დასჭირდება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ის უარს იტყვის არჩევნებზე წასვლაზე. აქ წონაც გასათვალისწინებელია. როცა სხვა ადამიანი შენს გამო ფიზიკურად წუხდება, ეს იმხელა დისკომფორტს იწვევს ჩვენთვის, რომ ძალიან ძნელია. არის გადასატანი ყუთის ვარიანტი, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, ყველას არ მოსწონს. დღეს ამ მხრივ უკეთესობაა, ბოლო წლებია, შშმ პირებს გვთავაზობენ ადაპტირებულ უბნებს. წინასწარ ცხადდება ხოლმე, რომელ უბანზე იქნება განთავსებული ადაპტირებული საშუალება, მაგრამ ეს ყველგან არ არის. შშმ პირმა, როგორც ვიცი, ერთი თვით ადრე უნდა გააკეთოს განაცხადი, რომ მაინცდამაინც კაბინაში შესვლით უნდა მონაწილეობის მიღება არჩევნებში და არა გადასატანი ყუთით, მას აუცილებლად დააკმაყოფილებენ, უბანს შეუცვლიან ან რაღაცას გააკეთებენ, მაგრამ მეეჭვება, ათიდან ერთ ადამიანზე მეტი აღმოჩნდეს ჩვენში, რომელიც თავის პრინციპებს დაიცავს. სხვა შემთხვევაში უბრალოდ უარს ვამბობთ არჩევნებში მონაწილეობაზე,“ - დასძინა მან.  


შეგახსენებთ, რომ „სოციუმი“ ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ოთხშაბათს, 20:00 საათზე.

Read 764 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი