სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი მესამედაც ჩავარდა

ოქტომბერი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიის სატენდერო კომისიამ სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებ - გვერდიდან გახდა ცნობილი. აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოების გასაგრძელებლად ეს უკვე რიგით მესამე ტენდერი იყო, რომელშიც მხოლოდ ერთი მონაწილე, ინდ მეწარმე კახა დათაშვილი ფიქსირდებოდა, თუმცა, დღეს უკვე ცნობილი გახდა, რომ ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

"როგორც გვითხრეს, რაღაც უზუსტობებს ჰქონდა ადგილი ჩვენს მიერ ატვირთულ დოკუმენტებში. ასევე, ვერ მოხდა შეთანხმება ფასადის და კონსტრუქციის ცვლილებაზე, რომ თანხაში ჩავტეულიყავით. გვყავდა კონსტრუქტორი, რომელიც თავის თავზე პასუხისმგებლობას იღებდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ პროექტის ავტორმა უარი განგვიცხადა, არაფერს არ შეგაცვლევინებთო. გული დაგვწყდა, მაგრამ რას ვიზამთ, რაღაცები თუ წინასწარ არ გვექნებოდა განსაზღვრული, იმ ქუდში არ გავყოფდით თავს", - უთხრა რადიო "მოზაიკას" კახა დათაშვილმა.

Read 408 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი