Print this page

მაია ოთინაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ოქტომბერი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ მაია ოთინაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევაში დამნაშავედ ცნო და ერთწლიანი პირობითი "სასჯელი“ მიუსაჯა, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით.

ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს. ამასთან, ე.წ. სასამართლომ მაია ოთინაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ოსური მედიის ცნობით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოთინაშვილი ქართულ მხარეს დღეს სოფელ ერგნეთთან გადასცეს.

საოკუპაციო ძალებმა მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს.

Read 1831 times