ოთინაშვილის მეუღლე: ჩემი მეუღლე გაათავისუფლეს, ახლა ერგენთიდან ვბრუნდებით

ოქტომბერი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში მაია ოთინაშვილი ერგნეთიდან გორის მიმართულებით მიჰყავთ.

ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" მისმა მეუღლემ, იგორ მაყიშვილმა მიაწოდა. გათავისუფლებულის დედა კი მას ხურვალეთში ელოდება. გალინა ქელეხსაევა ამბობს, რომ ცხინვალელი ახლობლებისგან გათავისუფლების საკითხი გუშინვე იცოდა.

ერგნეთში მაია ოთინაშვილი ქართულ მხარეს რამდენიმე წუთის წინ გადასცეს, სადაც მას მეუღლეც ელოდებოდა. 

"მხოლოდ ხელის ჩამორთმევა მოვასწარი, ახლა ვბრუნდებით ერგნეთიდან. ჯერ არ ვიცით, მაიას პირველად სად მიიყვანენ", - ამბობს იგორ მაყიშვილი.

Read 534 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი