Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 30 იანვარი 2018 16:18

ichange.gov.ge - პლატფორმა ცვლილებების მოსათხოვად

Rate this item
(0 votes)

ichange.gov.ge - სამთავრობო პლატფორმაა, რომლის გამოყენება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. 

ელექტრონული პეტიციების პლატფორმის პრეზენტაცია დღეს გორში გაიმართა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, - "პლატფორმის შექმნის ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით. პორტალის დახმარებით საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან/და მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია პეტიციის საშუალებით საქართველოს მთავრობის ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, რომელიც მისი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, განიხილოს პეტიციაში აღწერილი საკითხი და მოახდინოს რეაგირება."

Read 1711 times