Back to Top
სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018 13:04

სუს-ი: ოთინაშვილის გათავისუფლების საკითხში სპორტსმენებიც იყვენენ ჩართულნი

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში, სოფელ ახალ ხურვალეთში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან და ჟურნალისტებს მაია ოთინაშვილის გათავისუფლების დეტალებს აცნობენ.

სუს - ის წარმომადგენელი, თამთა გოგუაძე ამბობს, რომ მია ოთინაშვილის გათავისუფლება სახელმწიფო უწყებებთან  ერთად სპორტსმენების ჩართულობითაც გახდა შესაძლებელი.

"მაია ოთინაშვილის გათავისუფლება მოხდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ასევე სხვა უწყებების აქტიურობის შედეგად. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში ჩართულები იყვენენ სპორტსმენებიც. რაც შეეხება ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას გათავისუფლების პირობებთან დაკავშირებით, მე ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ" - განაცხადა თამთა გოგუაძემ.

Read 1401 times