Back to Top
სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018 14:40

ოპოზიცია: თუ მაგარი ბიჭია გორის მერი, დაღუპულების ოჯახებში თქვას, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ

Rate this item
(0 votes)

გორის მერის განცხადებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

კოტე თავზარაშვილის განცხადების გამო ოპოზიცია საკრებულოში მერის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას აპირებს. ევროპული საქართველოს წევრის, დავით მახნიაშვილის განცხადებით, იმ ქალაქის მერის მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება, რომელიც სწორედ რუსული აგრესიის შედეგად დაიბომბა - სირცხვილია. 

"მივიდეს, თუ მაგარი ბიჭია გორის მერი და დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებს უთხრას, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ. დაიხოცა ათობით ადამიანი ქალაქის ცენტრში და სწორედ ამ ქალაქმა მიიღო პირველი დარტყმები 2008 წლის აგვისტოში. და ამ დროს, ამ ქალაქის მერი ამბობს, რომ საომარი მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო. ის იმეორებს სალომე ზურაბიშვილის სიტყვას. ეს არის უბრალოდ სირცხვილი დაბომბილი ქალაქის მერის მხრიდან", - ამბობს დავით მახნიაშვილი, პარტიის წარმომადგენელი.

გორის მერმა გუშინ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებები ქართული მხრიდან დაიწყო.

Read 1558 times