Back to Top
ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018 14:49

გორის მერი: ოქრუაშვილის სულელური განცხადებებით ნერვებს არ მოვიშლი

Rate this item
(0 votes)

გორის მერი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ტვ "პირველის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას სისულელეს უწოდებს.

ოქრუაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გორის მერის განცხადება დღევანდელი ხელისუფლების ხაზის გატარებაა და მსგავს სარისკო სიტყვებს, თავზარაშვილი, ექს - მინისტრის აზრით, დამოუკიდებლად არ გააჟღერებდა. გორის მერი ამბობს, რომ ოქრუაშვილის განცხადებებისთვის არ მოუსმენია და ინფორმაცია რადიო "მოზაიკასგან" მიიღო.

"ოქრუაშვილზე რამე ვთქვა, სირცხვილია. ახლა მას უნდა, რომ თავისი დანაშაულებები, რაც ჩაიდინა გადაფაროს და აღარ იცის რა ქნას. ხან აქეთ მოგვწვდება, ხან იქით მოგვწვდება. მაგაზე არაფერი სათქმელი არ მაქვს. რაზე გავცე მაგას საერთოდ პასუხი? არ მაინტერესებს ოქრუაშვილის აზრი. რაღაც სისულელეებს ბჟუტურობს, რატომ უნდა მოვიშალო მაგის გამო ნერვები", - უთხრა რადიო "მოზაიკას" კოტე თავზარაშვილმა.

Read 1379 times