აქციის მონაწილეებმა გორის მერიის წინ საკენკი და ნაკელი მიიტანეს

ოქტომბერი 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა საკენკი და ფუნა მიიტანეს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, იმ განცხადებების გამო, რომელიც ორი დღის წინ გორის მერმა გააკეთა, ქვეყანა ნაკელში ეფლობა.

"ჩვენ მოვითხოვთ ბოდიშის მოხდას გორის მერისგან. აქ მოვიტანეთ საკენკი და ფუნა. მერის მსგავსი განცხადებების შემდეგ ქვეყანა ეფლობა ფუნაში. მას აქვს ბოდიში მოსახდელი", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აქციის მონაწილეები მერთან შეხვედრასაც მოითხოვდნენ. მერი მათ სამსახურში არ დახვდათ.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, ქალაქის მერს საქართველო ომის დაწყებაში არ უნდა დაედანაშაულებინა.

"ჩვენთან არავინ არ იყო გაფრთხილებული. ხომ შეიძლებოდა აქედან რომ ისვრი იქიდანაცგამოგიშვან საპასუხოდ. აქ რა მოხდებოდა წარმოგიდგენიათ ხომ? ჩვენ მერე მეორე დილით გავიგეთ,რომ გავიღვიძეთ რვაში ეს რა ხდებოდა, დაიწყო... კაციშვილმა არ ვიცოდით. თქვენ არ იცოდით ჰოო. ამაზე კითხვას რომ უსმევთ, იმათაც რომ გამოესროლათ ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ ,იმათაც რომ ერთი გამოესროლათ რა გვეშველებოდა“,  – განაცხადა ორი დღის წინ მოსახლეობასთან შეხვედრისას გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ბოდიშის მოსახდელად მერს ვადა ექვს საათამდე მისცეს.

Read 1389 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 10 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი