Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018 17:12

მერიის წარმომადგენელმა გიგა მაქარაშვილს თავზე ხორბალი დააყარა

Rate this item
(0 votes)

ინციდენტი მოხდა გორის მერიის შენობის წინ გამართულ აქციაზე.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მანველიშვილმა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს თავზე ხორბალი დააყარა. 

"ჩვენი მიზანი არ ყოფილა ტერიტორიის დაბინძურება. ამიტომაც, აქციის დასრულების შემდეგ, ვკრეფდი კიბეებზე დაყრილ ხორბალს და ფუნას. ამ დროს მოვიდა მერიის წარმომადგენელი და ხორბალი თავზე დამაყარა. ამბობდა, რომ ჩვენი აქციის თურმე ყველა მათგანის შეურაცხყოფა ყოფილა", - თქვა გიგა მაქარაშვილმა

​ინციდენტის შემდეგ, ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და ოქმი შეადგინეს. 

შეგახსენებთ, რომ გიგა მაქარაშვილმა და მისმა მეგობრებმა გორის მერიასთან აქცია გორის მერის იმ განცხადების საპასუხოდ გამართეს, რომლითაც კონტსტანტინე თავზარაშვილმა საქართველო 2008 წლის ომის დაწყებაში დაადანაშაულა. აქციის მონაწილეები გორის მერს საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვენ. 

Read 2070 times