მერებაშვილი: ომის თემაზე გაკეთებული განცხადებები საერთაშორისო სამართლებრივ პროცესებზე გავლენას იქონიებს

ოქტომბერი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო" - ეს განცხადებები მაღალჩინოსნების მხრიდან ბოლო დროს ხშირად ისმის.

ამ სიტყვების ერთ-ერთი ავტორი ჯერ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იყო, მოგვიანებით კი მისი სიტყვები გორის მერმაც გაიმეორა. დევნილები ფიქრობენ, რომ ამ განცხადებების გაჟღერება შემთხვევით არ ხდება და მისი ავტორები კრემლის დაკვეთას ასრულებენ. ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ლექსო მერებაშვილმა გადაცემაში "კავშირგაბმულობა" ისაუბრა. მისი შეფასებით, თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, მის განცხადებებს რუსეთი სათავისოდ აუცილებლად გამოიყენებს. 

"პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის განცხადებები, შესაძლოა, ძალიან დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს საერთაშორისო სასამართლო პროცესების ბოლომდე წარმატებით დასრულებაში. მსგავსი განცხადებები ნამდვილად იქონიებს გავლენას, მით უმეტეს, თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება, რუსეთი ძალიან კარგად გამოიყენებს ამ განცხადებებს ჩვენს წინააღმდეგ და შესაძლოა, გადამწყვეტი გავლენაც კი იქონიოს ამ პროცესის საბოლოო შედეგზე. 8-9 წლის შემდეგ გადაწყვიტა ჰააგის სასამართლომ, რომ დაეწყო გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე, ისევ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - ხდება მოწმეების მოძიება, რომლებიც უშუალოდ გახდნენ იმ დანაშაულებების შემსწრეები, რაც მათ თვალწინ მოხდა. აქედან გამომდინარე, პროცესები ჯერ ისევ გრძელდება და აღნიშნული შინაარსის მქონე განცხადებები, თავისთავად, ჩვენ სასიკეთოდ ვერ აისახება საბოლოო შედეგზე“, - აღნიშნა ლექსო მერებაშვილმა.

Read 854 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი