სკრის დევნილთა დასახლებაში ძალადობის თემაზე ტრენინგი ჩატარდება

ოქტომბერი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სკრის დევნილთა დასახლებაში, ხვბლ, 12 ოქტომბერს კარალეთის “ქალთა სოლოდარობის“ ცენტრის ორგანიზებით, ძალადობის შესახებ ტრენინგი ჩატარდება.

მოწვეული ტრენერი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი იქნება. 

“ტრენინგი ეხება ზოგადად ძალადობის დაფარულ ფორმებს, მათ შორის შედის სექსუალური შევიწროვებაც. ნებისმიერი ადამიანისთვის და მითუმეტეს გოგონებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ თავისი უფლებები და შესაძლებლობები, სერვისები, რასაც სახელმწიფო და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები სთავაზობენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოწყვლადი ჯგუფებმა, რომლებსაც ნაკლებად აქვთ ინფორმაცია ძალადობის ფორმების შესახებ, იცოდნენ თავისი უფლებები. იმისთვის, რომ ქალმა და მითუმეტეს ახალგაზრდა გოგონებმა იცოდნენ, რა ითვლება ძალადობის ფორმად, იქნება ეს ოჯახში ძალადობა თუ სექსუალური შევიწროვება, მათ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ დევნილი ახალგაზრდები ძალიან კარგი ჯგუფია, იმისთვის არამხოლოდ ძალადობაზე ელაპარაკონ ორგანიზაციები, არამედ უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ ასეთ კომპაქტურ ჩასახლებებთან,“-ამბობს ელენე რუსეცკი.

Read 669 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი