Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2018 17:16

გორის მერის იმპიჩმენტის საკითხზე სასამართლო პროცესი გაიმართა

Rate this item
(0 votes)

"ნაციონალურმა მოძრაობამ" სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც მათ მიერ წარდგენილი მერის იმპიჩმენტის მოთხოვნა საპროცედურო და ეთიკის კომისიამ არასამართლიანად მიიჩნია.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე, ბექა ქორჩილავა ამბობს, რომ კონსტანტინე თავზარაშვილი თვეების განმავლობაში შპს “მარინის“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა და კანონს არღვევდა.

“ჩვენ სრულად წარვუდგინეთ სასამართლოს დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი არის კანონდამრღვევი და თვეების განმავლობაში იკავებდა შპს “მარინის“ დირექტორის თანამდებობას. ასევე, იყო ამ კომპანიის მეწილე. სასამართლოს გადაწყვეტილება 17 ოქტომბერს მიიღებს და იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და სასამართლო კანონიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს“, - განაცხადა ბექა ქორჩილავამ.

გორის მერის იმპიჩმენტის შესაძლებლობაზე გადაწყვეტილებას სასამართლო 17 ოქტომბერს მიიღებს.

Read 1805 times