პოლიციელი გორში "ზებრასთან" გაჩერებულ მანქანას დაეჯახა
პოლიციის თანამშრომელი პირადი მანქანით ე.წ. ზებრა გადსასსვლელზე მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.
ფაქტს რადიო "მოზაიკას" წარმომადეგნლები შეესწრნენ. მათი თქმით, ისინი "ზებრა" გადასასვლელზე გადადიოდნენ, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა მათ გზა დაუთმო, თუმცა სწრაფად მოძრავი "ტოიტას" მარკის ავტომობილი მას უკნიდან დაეჯახა. შემთხვევა, ქალაქის ცენტრში, სტალინის სახლ-მუზეუთან, დაახელობით 2-ის ნახევარზე მოხდა.
"შემოსახვევში გადააყენე მანქანა. ბოდიშს გიხდით, ძალით არ მინდოდა. უყურადღებობით მომივიდა", - თქვა მანქანიდან გადმოსულმა პოლიციის თანამშრომელმა.
შემთხვევის ადგილას რამდენიმე მოქალაქეც იმყოფებოდა. რადიო "მოზაიკა" მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა, რომლის წარმომადეგენლმა გვითხრა, რომ მათთან გორში მომხდარი ავარიის შესახებ არც ერთი შეტყობინება არ შესულა.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორში, ჭალის დასახლებაში საფეხბურთო სკოლის აშენებას გეგმავენ
- გორელები ტაქსის მძღოლების მოთხოვნას ტარიფის გაზრდაზე ეწინააღმდეგებიან
- ტაქსების მძღოლების პროტესტის პარალელურად ოფისების ხელმძღვანელებიც იკრიბებიან
- გორში, ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ
- დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს გორის სტადიონმა უმასპინძლა