გუბერნატორი: ბევრ სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დაჩქარდება

ოქტომბერი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე რეგიონების გაზიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

შეხვედრას შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი დაესწრო. სამუშაო შეხვედრას, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი უძღვებოდა. ასევე, იმყოფებოდნენ რეგიონის ყველა გუბერნატორი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, ეკონომიკის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა და სემეკის ხელმძღვანელები.

"გაზის ტრანსპორტირების კომპანიისგან მივიღეთ ინფორმაცია სხვადასხვა ობიექტის არსებული სტატუსისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. გაირკვა, რომ ხშირ შემთხვევაში სამუშაო დასრულებულია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით, არ ხდება გაზის მიწოდება, მაგალითად - ლიცენზირების საკითხი სემეკში ან ქონების გადაცემის საკითხი ეკონომიკის სამინისტროში გადის შესაბამის პროცედურებს. ჩვენი ჩართულობითა და ამ უწყებების კოორდინაციით მივაღწიეთ იმას, რომ ეს პროცესები და შესაბამისად, ბევრი სოფლისთვის გაზის მიწოდება დაჩქარდება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

"დღეს, გუბერნატორები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაზიფიცირების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას დავესწარით. მაია ცქიტიშვილის თქმით, მიუხედავად გაზმომარაგების სამუშაოების დასრულებისა, ბევრი სოფლისთვის გაზის მიწოდება არ ხდება, რაც სამინისტროს ჩართულობითა და უწყებების კოორდინაციით, პროცესი დაჩქარდება. 
ასევე, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო მელიორაციის საკითხებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

დღესვე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო მელიორაციის საკითხებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს, გუბერნატორებს ამ მიმართულებით, რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

Read 802 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი