მედია მკვლევარი: ოს ჟურნალისტებს ჩვენთან ურთიერთობის გამო მოღალატეებს ეძახიან

ოქტომბერი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მედიამკლევარი მანონი ბოკუჩავა თურქეთში ცხინვალელ და სოხუმელ ჟურნალისტებს “სტუდია რეს“ გადაცემაში შეხვდა, რომელიც თურქეთში ჩაიწერა.

ბოკუჩავა ამბობს, რომ ჟურნალისტები პირად საუბრებში მეტად გულახდილები იყვნენ, ვიდრე კამერებთან. მისი თქმით, ოსი და აფხაზი ჟურნალისტებისთვის ქართული მედიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა ადვილი არ არის. 

“კომუნიკაცია საკმაოდ ადვილად შედგა, თუმცა, გადაცემის ჩაწერისას, ჩემი სუბიექტური აზრით, ჩვენი კოლეგები ძალიან წონიდნენ თავის სიტყვას და ეს გასაგებიცაა. მომეჩვენა, რომ ადამიანურ ურთიერთობებში, კამერების გარეშე ბევრად უფრო გახსნილები ვიყავით ერთმანეთის მიმართ. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ოსი კოლეგებისთვის არ არის ადვილი ჩვენთან თანამშრომლობა იმიტომ, რომ მათი საზოგადოების ნაწილი, ამას ზოგჯერ ძალიან აგრესიულად ხვდება. როგორც ღალატს, ისე უთვლიან. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ისინი ღიად საუბარს ერიდებიან“, - ამბობს ბოკუჩავა

Read 557 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი