mukilurji640X90

ცხინვალელი ჟურნალისტი: ჩვენთან დამოუკიდებელი მედია საერთოდ არ არსებობს

ოქტომბერი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ცხინვალელმა ჟურნალისტმა, ზარინა სანაკოევამ „სტუდია რეს“ გადაცემაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ჩაწერაც თურქეთში მოხდა.

ჟურნალისტი, რომელიც ადგილობრივ რადიოში რუბრიკას „ხმები“ ხელმძღვანელობს და ყოველკვირეულად სხვადასხვა საკითხზე მოსახლეობის გამოკითხვას ატარებს ადგილობრივი მედიასაშუალებების მუშაობას და დამოუკიდებლობის ხარისხზე საუბრობს. ზარინა სანაკოევას თქმით, ცხინვალში დამოუკიდებელი მედია არ არსებობს. 

„აბსოლუტურად დამოუკიდებელი, კომერციული, კერძო ან როგორც გინდათ, ისე დაარქვით, ცხინვალში საერთოდ არ არსებობს. მე ვერ ვიტყვი, რომ ის მედიასაშუალებები, სახელმწიფო საშუალებები, რომლებიც არსებობს ჩვენთან, რომ პირდაპირ ასეთი დამოკიდებული და არაობიექტურია, მაგრამ ნებისმიერ საზოგადოებაში, სახელმწიფოში, ეს ხელშეუხებელი კანონია, რომ თუ არ არის კონკურენცია ამ სახელმწიფოებრივ მედიასაშუალებებში, თუ არ არის არჩევანი, რა თქმა უნდა, ეს საშუალებები არ ცდილობენ მოიპოვონ მკითხველის ან მსმენელის ნდობა“,-ამბობს ზარინა სანაკოევა

ცხინვალელი ჟურნალისტი იმ მიზეზებსაც განმარტავს, რაც მისი აზრით, არსებული რეალობის შექმნის საფუძველი ხდება. მისი განმარტებით, თავისუფალი მედიის არსებობა ფინანსებს უკავშირდება, რისი საშუალებაც ამ დროისთვის ადგილზე არ არსებობს. 

"სამხრეთ ოსეთში არავინ არ ავიწროვებდა მედიასაშუალებებს. მე ვთვლი, რომ დამოუკიდებელი მედიის არარსებობა მხოლოდ ეკონომიური მიზეზებიდან მომდინარეობს. ეკონომიური ბაზის გარეშე როგორ შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებელი მედია. პრაქტიკიდან თეორიაზე გადავალ - ეს არის რეკლამა. მხოლოდ ამით ვერ იცოცხლებს, ჩვენთან ვერ იარსებებს დამოუკიდებელი მედიასაშუალება, ასეთ პატარა სახელმწიფოში როგორიცაა სამხრეთ ოსეთი. მეორეც, არავინ არ არის დაინტერესებული მხარი დაუჭიროს თავის ინტერესებს, რომ შექმნას დამოუკიდებელი მედიასაშუალება. სწორედ ამიტომ, არ არსებობს დამოუკიდებელი მედიასაშუალება. პრინციპში იყო 1-2 მედიასაშუალება, არსებობდა, ვიდრე გრანტები მოდიოდა ჩვენთან, მეც ვმუშაობდი იქ. მაგრამ, ბოლო დროს, გრანტები საერთოდ გაქრა. ის გამოცდილება, რომელიც მე რადიოში მივიღე, ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მე ასეთ ფორმულირებას გავაკეთებდი, ოფიციალური და არაოფიციალური მედიასაშუალებები. ვფიქრობ, ყველა მედიასაშუალება რაღაცაზე დამოუკიდებელი მაინც არის“, - აღნიშნა ზარინა სანაკოევამ.

Read 226 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი