სამხარაძე: ზურაბიშვილის შეხვედრისთვის თეატრის დარბაზის დაქირავებაზე შეღავათი არ გვქონია

ოქტომბერი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"არანაირი შეღავათით არ გვისარგებლია. დაწესებული ტარიფის მიხედვით, გადავიხადეთ თანხა", - ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის უფროსმა რადიო "მოზაიკას" კითხვას, თუ რა თანხა გადაიხადეს ერისთავის თეატრის დარბაზის დაქირავებისთვის. 

 კახა სამხარაძის თქმით, ადგილი მისი სიდიდის და ტექნიკური აღჭურვილობის გამო შეარჩიეს. 

"ვიცოდით, რომ ბევრ ადამიანს ენდომებოდა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მოსვლა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ შეხვედრა ერისთავის თეატრში ჩაგვეტარებინა. ჩვეულებრივ, როგორც ხდება ხოლმე, ხელშეკრულება გავაფორმეთ და თანხა გადავუხადეთ", - განმარტა სამხარაძემ და თანხის ზუსტი ოდენობის გარკვევას დაგვპირდა. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს გორში იმყოფებოდა. ის მოქალაქეებს ერისთავის თეატრის დარბაზში შეხვდა. 

ამავე თემაზე: სალომე ზურაბიშვილს გორში საპროტესტო აქციით ხვდებიან

 

Read 987 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი