Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018 19:21

ბაღების მართვის სააგენტო: ლალი ბაიაძემ თანამდებობა კი არ დატოვა, ბიულეტენზე გავიდა

Rate this item
(0 votes)

"ლალი ბაიაძემ თანამდებობა კი არ დატოვა, ბიულეტენზე გავიდა", - უთხრა რადიო "მოზაიკას" სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა. 

ლია კოვზიაშვილის თქმით, ბიულეტენზე გასვლის თხოვნით ბაგა-ბაღის "ინტელექტი" დირექტორმა მას დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 16-17 საათისთვის მიმართა. 

"სოციალურ ქსელში დაწერილი მისი განცხადება არ წამიკითხავს. მე ვნახე მისი მიმართვა, რომელიც დღეს მოიტანა სააგენტოში და ბიულეტენზე გასვლა ითხოვა. წინასწარვე ვიცოდი, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და რამდენიმე თვით მუშობის შეწყვეტა სურდა. მე მისი დღევანდელი მომართვა დავაკმაყოფილე. ის ახლა იმყოფება ბიულეტენზე და რამდენიმე თვეში, კვლავ ველოდებით სამსახურში", - გვითხრა ლია კოვზიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ "ინტელექტის" დირექტორმა ლალი ბაიაძემ დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ 18:00 საათამდე თანამდებობას დატოვებდა. 

"მე 18:00 საათზე დავტოვებ შენობას, დიდი გულისტკივილით ვტოვებ გუნდს, რომელსაც დღემდე ინტელექტს ეძახდნენ. ვტოვებ ერთი მიზეზით: მე არ მინდა:

1. ბაგა-ბაღებს სააგენტო მართავდეს

2. ბაგა-ბაღი უნდა იყოს დამოუკიდებელი ა(ა)იპი 

3. ვერ წარმომიდგენია ბაგა-ბაღს შენობაში შტატით არ ჰყავდეს მეთოდისტი  (სხვა შტატებზე ყურადღება თქვენ გაამახვილეთ)".

Read 3770 times Last modified on პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018 19:47