Back to Top
შაბათი, 13 ოქტომბერი 2018 10:36

ახალგაზრდა მეფუტკრეები ბიისში

Rate this item
(0 votes)

სოფელ ბიისში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო ბანაკი, სახელით: „ახალგაზრდა მეფუტკრეების საგანმანათლებლო/სათავგადასავლო ბანაკი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.

როგორც ცნობილია უახლოეს მომავალში გორში აშენდება თაფლის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტებით და ევროპული ბაზრისთვის დაიწყებს ქართული თაფლის წარმოებას. ეს ბანაკი, ემსახურებოდა სწორედ ამ დიდი პოტენციალის მქონე დარგის მოსწავლე/ახალგაზრდებში პოპულარიზაციას.

პროექტი განხორციელდა გორის საზოგადოებრივი დარბაზის მიერ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პარტნიორობით და ტურისტული სააგენტო „Green Relax Energy“-ს თანადგომით.

პროექტში მონაწილეობა მიიღო 25-მა ახალგაზრდამ, რომლებიც ორგანიზატორების მიერ სპეციალურად გამოცხადებული ვიქტორინის მეშვეობით შეირჩა შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან. 

მეფუტკრეობის პროდუქტების, მათი განსაკუთრებული თვისებების, ფუტკრის მოვლის, გავრცელებულიდაავადებების და მათი პრევენციის, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ქართული თაფლის პერსპექტივების შესახებ მონაწილეებთან შეხვედრა/ტრენინგი გამართა წარმატებულმა მეფუტკრე/მეწარმემ გელა ჯაბახიძემ და USAID-ისპროექტ "ზრდა"-შიდა ქართლის რეგიონალურმა მენეჯერმა ზაზა ზუბიაშვილმა.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასა (DCFTA) და მასთან დაკავშირებულ იურიდიულ თავისებურებებზე ახალგაზრდებს ტრენინგი ჩაუტარა იურისტმა ანი ნასყიდაშვილმა. თითოეული ტრენინგზე გადაღებულ ვიდეო/აუდიო მასალაზე დაყრდნობით უახლოეს მომავალში მომზადდება სასწავლო ფილმები და განთავსდება სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე, რისი მეშვეობითაც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება მათი ნახვა და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავება.   არასატრენინგო თავისუფალ დროს მოეწყო მცირედი ექსკურსია ბიისის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. ბანაკის ბოლო საღამოს, მონაწილეთა შორის გაიმართა ინტელექტუალური თამაში „ბრეინრინგი“.

Read 1095 times Last modified on შაბათი, 13 ოქტომბერი 2018 20:34