Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 13 ოქტომბერი 2018 10:51

სახალხო დამცველი ხურვალეთში მაია ოთინაშვილს და დავით ვანიშვილს შეხვდა

Rate this item
(0 votes)

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ჩავიდა.

 ნინო ლომჯარია ცხინვალის რეგიონში ათდღიანი უკანონო თავისუფლების აღკვეთის შემდეგ გათავისუფლებულ მაია ოთინაშვილს შეხვდა. ის დაკავების დეტალებით, პატიმრობის პირობებითა და მოპყრობით დაინტერესდა. სახალხო დამცველმა ის ადგილი დაათვალიერა, საიდაც მაია ოთინაშვილი ოსმა ე.წ. მესაზღვრეებმა 29 სექტემბერს გაიტაცეს.

ic.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/f14/1.5/16/2611.png");სახალხო დამცველმა ასევე  87 წლის დავით ვანიშვილი მოინახულა, რომლის საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი, მცოცავი ანექსიის შედეგად, მავთულხლართს მიღმა დარჩა. მისი თქმით, იგი სრულ მარტოობაში ცხოვრობს ავადმყოფ მეუღლესთან ერთად, რომელთანაც ვერ ხერხდება ექიმის შეყვანა. იზოლაციის გამო, მოხუცი ცოლ–ქმარი ვერც საქართველოს მოქალაქეთათვის განკუთვნილი სერვისებით სარგებლობენ.

https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/f14/1.5/16/2611.png");">სახალხო დამცველი გეგმავს მიმართოს საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტს, რათა მავთულხლართს მიღმა დარჩენილ ოჯახს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიონ.

Read 1265 times