აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მხარდამჭერი განცხადება საოკუპაციო ხაზთან გააკეთა

ოქტომბერი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი საოკუპაციო ხაზთან მივიდა.

მავთულხლართებთან მან მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და დააფიქსირა აშშ-ის ურყევ პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

"ათი წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან. დღეს მოვედი აქ, რათა შევახსენო ქართველ ხალხს, რომ შეერთებული შტატები მათ გვერდითაა და რომ მსოფლიოს არ დავიწყებია, თუ რა მოხდა აქ. საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს ამ გამყოფ ხაზს საერთაშორისო საზღვრად და ჩვენთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება ნებისმიერი მცდელობა, შეცვალონ საქართველოს საზღვრები მისი სუვერენიტეტის დარღვევით.

საქართველოს მოქალაქეები ცხოვრებასა და მოღვაწეობას ოკუპაციის ჩრდილში აგრძელებენ.
ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია. ჩვენ აღშფოთებული ვართ საქართველოს მოქალაქეების დაუსრულებელი დაკავებებით, არასათანადო მოპყრობითა და სიკვდილით; ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ამ ადამიანების ოჯახებს. ჩვენ ჩვენი მეგობრების გვერდით ვდგავართ საქართველოში და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები: შეწყვიტოს ამ ერთეულების ქვეყნებად აღიარება და გაიყვანოს რუსული ჯარები ომამდელ პოზიციებზე.

ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, ნება დართოს ხალხისათვის ესოდენ საჭირო ჰუმანიტარული დახმარების შესვლას აღნიშნულ რეგიონებში. შეერთებული შტატები მტკიცედ ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს მთავრობასთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ", - განაცხადა ჯორჯ კენტმა.

Read 818 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი