გუბერნატორი შიდა ქართლის რეგიონში მომუშავე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ოქტომბერი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი რეგიონში მომუშავე იმ საპროექტო, სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომელებიც რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შიდა ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტების ხარისხიანად შესრულების საკითხს. გუბერნატორის თქმით, სამომავლოდ რეგიონში არაერთი პროექტია დაგეგმილი და ყველა მხარე, როგორც სახლმწიფო, ისე სამშენებლო კომპანიები აუცილებელია მაქსიმალურად ორიენტირებულები იყვნენ ხარსიხსა და შესრულების ვადებზე.

"მომდევნო წლებში იგეგმება როგორც სააღმზრდელო, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია, ასევე, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. სასიცოცხლოდ მნიშვნელობანია ჩვენი ერთობლივი მუშაობა იყოს მიზანმიმართული შესრულების ხარისხზე, რათა საბოლოო შედეგი დადგეს სრულფასოვანი და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული"- აღნიშნა გუბერნატორმა.

შეხვედრა მუნიციპალიტეტების მერები და მაჟორიტარი დეპუტატებიც ესწრებიდნენ.

 

Read 651 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი